ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: "ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: "იყავნ ნება შენი, უფალო!" თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: "უფალო, შეგვიწყალენ!" ღმერთმა უწყის, ...
იხილეთ სრულად
ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: "ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: "იყავნ ნება შენი, უფალო!" თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: "უფალო, შეგვიწყალენ!" ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!"
შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება. აუცილებელია მოღ...
იხილეთ სრულად
შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება.აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია. "ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას" (მათე 11,12).
ნუ გაქვს იმედი, ნუ სასოებ, რომელ მარხვა დიდი რამე მსხვერპლი იყოს ღვთის წინაშე, რომელ გრძელ ჟამიერი ლოცვაზე დგომა, მრავალი მეტანიის ყრა, დიდად რაიმედ მიიღოს ღმერთმან, თუ არ მოაკვდინე შენ შორის ასონი ცოდვისანი, თუ არ განახლდი სულიერ...
იხილეთ სრულად
ნუ გაქვს იმედი, ნუ სასოებ, რომელ მარხვა დიდი რამე მსხვერპლი იყოს ღვთის წინაშე, რომელ გრძელ ჟამიერი ლოცვაზე დგომა, მრავალი მეტანიის ყრა, დიდად რაიმედ მიიღოს ღმერთმან, თუ არ მოაკვდინე შენ შორის ასონი ცოდვისანი, თუ არ განახლდი სულიერად, არცა მარხვა, არცა მრავალი ლოცვის მოსმენა, არცა აღსარების თქმა არ გაცხონებს შენ, თუ სრულიად არ განეშორე ცოდვასა, თუ არ მოკვდა ის მატლი ცოდვისა, რომელი სჭამს შენს გულს.
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყ...
იხილეთ სრულად
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყოველი. გარნა ამასთანავე ფრიად საჭირო არის, რომელ გონებაცა, ანუ ჭკუა თქვენი არ იყოს უქმად, არამედ ხშირად ფიქრობდეს სულიერთა საგანთა ზედა.
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოც...
იხილეთ სრულად
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოცვა - ესენი და ხორციელი მოღვაწეობის სხვა სახეები შეადგენენ ვიწრო და ძნელ გზას, რომელსაც როგორც უფალი ამბობს, საუკუნო ცხოვრებამდე მივყავართ
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე,...
იხილეთ სრულად
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე, რომ გვირგვინები მოიხვეჭო ღვაწლის ამ სარბიელზე. მეტად ქველი უნდა გახდე. მკერდით უნდა აღუდგე ამ უხორცოებს. ნუ შეგეშინდება მათი