ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
ცოდვა ფითრივით მოედო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.
პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: "ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი".
შენი ჯვარი რომ იტვირთო, შინაგანი თავისუფლება უნდა მოიპოვო. ჩვენ კი ხშირად ეგოისტური მოთხოვნილებების, შურის, სიცრუის, ამპარტავნებისა და სხვა ცოდვათა მონები ვართ. მათ დასაძლევად საკმაოდ მძაფრი, ხანგრძლივი სულიერი ბრძოლაა საჭირო, რას... იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს. ადვილი არ არის ცოდვებისაგან გათავისუფლება. ეს მით უფრო ძნელია, თუ ი... იხილეთ სრულად
ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება.
ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს... იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთის მსგავსად არის შექმნილი. ის, რაც არ შეესატყვისება შემოქმედის სახეს, არ არის ჩვენი ბუნებისეული. მაშ, რას წარმოადგენს ცოდვა ღვთისმეტყველთა გაგებით? ცოდვა ბოროტებაა, რომელიც პიროვნებაში მისი ნებით შედის. ბოროტება ანუ ცო... იხილეთ სრულად