ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად, და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია ...
იხილეთ სრულად
ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად, და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია ამგვარი მსჯელობა. მთა ხომ როგორც დიდი ქვებისაგან, ისე კენჭებისაგანაც შედგება. ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისაგან შეურაცხჰყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას.
ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა ვიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა განვიწმიდოთ ყოველგვარი სულიერი და ხორციელი ბიწისაგან, ე.ი. უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვებისაგან.
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხო...
იხილეთ სრულად
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხორცის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სულთან კავშირში.
ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ...
იხილეთ სრულად
ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწუ...
ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მოხდეს მისი მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის.
ვინც საერო ცხოვრებაში უგულისყურო იყო და ცუდი ჩვევები შეიძინა, დაე, ახლა ყოველგვარი დრტვინვის გარეშე გადაიტანოს ცბიერ მზაკვართან ბრძოლა, არ დაუშვას უწმიდური სურვილები; შეუდგება რა ამგვარ მოსაგრეობას, განიწმიდება და იმ წმიდა ადამიან...
იხილეთ სრულად
ვინც საერო ცხოვრებაში უგულისყურო იყო და ცუდი ჩვევები შეიძინა, დაე, ახლა ყოველგვარი დრტვინვის გარეშე გადაიტანოს ცბიერ მზაკვართან ბრძოლა, არ დაუშვას უწმიდური სურვილები; შეუდგება რა ამგვარ მოსაგრეობას, განიწმიდება და იმ წმიდა ადამიანთა სიმაღლეს მიაღწევს, რომლებსაც დიდი ცოდვები არ ჩაუდენიათ, ცუდი ჩვევები არ შეუძენიათ და დიდი ბრძოლების გადატანაც არ განუცდიათ.