ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს.
სახიერი ღმერთი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავის არცხვენს სააშკარაოზე გამოყვანით, თუმცა კი იცის, როგორც გულთამხილველმა, ჩვენი ცოდვიანი მდგომარეობა. ასევე წმიდანებიც არასდროს ძრახავდნენ ცოდვილებს სხვების წინაშე, არამედ სიყვარულითა... იხილეთ სრულად
ვისაც თავისთავში დაბადებიდან ჰყავს ეშმაკი, მას უდიდესი მისაგებელი ელოდება, თუ არ იწუწუნებს, და ღვთის მადლით გათავისუფლებას დაელოდება. ხოლო, ვინც თვითონვე გახდა საკუთარი შეპყრობის მიზეზი, გასათავისუფლებლად თავად უნდა იმოღვაწეოს.
როცა ცოდვა სულში დიდი ხნის განმავლობაშია დამკვიდრებული, მაშინ ეშმაკი ადამიანზე გაცილებით დიდ უფლებას იხვეჭს, და იმისათვის, რომ მან დაგვტოვოს, ძველი (სულიერი) სახლი უნდა დავანგრიოთ და ახლის აშენებას შევუდგეთ.
ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგა... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმ... იხილეთ სრულად
"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო" (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანულ... იხილეთ სრულად
ძმებო, გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი! უფალი განკაცდა, რათა თავს ედო კაცთა წილხვედრი სასჯელი და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? ჩვ... იხილეთ სრულად
სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ იტყვი: "მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს სინანული" (მაკარი... იხილეთ სრულად