თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღ... იხილეთ სრულად
ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და... იხილეთ სრულად
რამდენადაც ადამიანი თავის თავზე დაკვირვებით სულიერ ცხოვრებაში წარემატება, იმდენად ეხილება მას თვალნი სულისანი, და უკეთ ხედავს იგი საკუთარ ნაკლოვანებასა და იმ სიკეთეს, რასაც უფალი ანიჭებს. ამ გზით იგი შინაგანად მდაბლდება და გული შე... იხილეთ სრულად
სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებელ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნი... იხილეთ სრულად
მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად წინამძღვრისადმი დამორჩილება, სწავლების გავლა და მოღვაწეობა დიდი სიმდაბლით, რომელიც კეთილკრძალულებით უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან. ამგვარად ადის მონოზონი თანდათან გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდ... იხილეთ სრულად
როცა ადამიანს სულიერი სიჯანსაღის მოპოვება სურს, გაძლიერებულად უნდა იმოღვაწეოს, დიდი თავმდაბლობა იქონიოს, არავის ცოდვები არ უნდა განიხილოს და განიკითხოს – მხოლოდ საკუთარი თავი განსაჯოს.
მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ერთ ადგილზე ჩერდება ან ძალიან ნელა მიიწევს წინ, მაგრამ თუკი დიდი სიმდაბლე მაინც გვექნება, მაშინ ღვთიური ხელი ზეცაზე უსასყიდლოდ აგვიყვანს. მაგრამ თუ ჩვენ – ღმერთო, დაგვიფარე! – სიმდაბლეც კი არ გაგვაჩნია,... იხილეთ სრულად
საკუთარი თავის გამოკვლევას სიმდაბლე მოაქვს, ამასთან, ლოცვისა და ღვთის წყალობის აუცილებლობის გაცნობიერება. ამიტომ წინასწარ, სანამ სკვნილის მარცვლებს ჩამოვთვლიდეთ, კარგი იქნებოდა ჩვენი ცოდვები და ჩვენდამი ღვთის ქველმოქმედება ჩამოგვე... იხილეთ სრულად