ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც ს... იხილეთ სრულად
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკუ... იხილეთ სრულად
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს, განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების ... იხილეთ სრულად
ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: "და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?" (დაბ. 39, 9).
თუკი რაიმეს, ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა!
ამაოდ ჰგონია ვინმეს გონებით ცოდვა მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვად! რამდენადაც სულია ხორცზე მეტი, იმდენადვე მეტია სულიერი სათნოება ხორციელზე; იმდენადვე უფრო მძიმეა და დამღუპველია სულის მიერ მიღებული და ჩადენილი ცოდვა ხორციელ ცოდვაზე.
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებს... იხილეთ სრულად
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამე... იხილეთ სრულად
მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიამენი და მიკერძოების საგნები, უარყავი შენი სული - მაშინ გახდება შენთვის სახარება მისაწვდომი და გასაგები.
ცოდვების ხედვა, იმ დაცემის ხედვაა, რომელშიც კაცთა მთელი მოდგმა იმყოფება, ღვთის განსაკუთრებული ნიჭია. გამოითხოვე მისგან ეს ნიჭი და შენთვის უფრო გასაგები გახდება ზეციური მკურნალის - სახარების ხმა.