ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
45. დაიუძლურე სხეული მარხვითა და მღვიძარებით, დაუზარებლად ივარჯიშე ფსამუნებასა და ლოცვაში, მაშინ უბიწოების ნათელი გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.
42. ღვთის მოყვარული დედამიწაზე ანგელოზივით ცხოვრობს, მარხულობს და ფხიზლობს, გალობს და ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ ყოველთვის სიკეთეს განიზრახავს.
11. ყველა სათნოებას გონება ღვთის სიყვარულთან მიჰყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია წმინდა ლოცვა. იგი ლოცვით ფრთოვანქმნილი, ღმერთთანაა და ყოველივე არსებულზე მაღლა დგას.
წმიდა წიგნებში ამომიკითხავს, რომ ვნებიანი ადამიანის წიგნებით სარგებლობის დროს შეძლება ვნება გადაგედოს, ეს როგორ შესააბამება იმას, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე? თუ ეს ასეა, რა შუაშია ნივთები? ეს ცრუმორწმუნოება ხომ არ არის? თუ ნივთს თავისთავად მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ჯადოქრები რატომ მოქმედებენ თავად ნივთებით (სურსათ- სანოვაგე, წყალი და სხვ.) იხილეთ სრულად
შეიძლება ლოცვაზე წარმოვისახოთ უფალი, წმიდანები? შეიძლება ჩვენში აღვძრათ ანგელოზების ნახვის სურვილი, ან იესო ქრისტეს ტანჯვის თანაგანცდა?