თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტე... იხილეთ სრულად
სიმდაბლე და ღმერთის ერთგულება კლავენ ხორციელ სიყვარულს. მაშასადამე, ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენითა და ურწმუნოებით საზრდოობს. გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანებს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რის უფლებასაც სჯული გაძლევ... იხილეთ სრულად
„და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2), ამბობს უფალი. შენც ასეთი იყავი სახარებისა და უფლის მიმართ, რომელიც თვითონ არის სახარება.
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რო... იხილეთ სრულად
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლ... იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა – ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფე... იხილეთ სრულად
ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ – სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. "უკუეთუ არა მოიქცნეთ და და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფევ... იხილეთ სრულად
სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" (ტობ. 4,13). ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს – არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული – შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმა... იხილეთ სრულად
"ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი – თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო".