ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. - ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება. ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს...
იხილეთ სრულად
ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. - ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება. ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს არის ბედნიერება არა მარტო კეთილ დღეთა, არამედ განსაცდელით სავსე ცხოვრებისაც, ეს არის ბედნიერება არა მხოლოდ სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა, ბედნიერება არა დროებითი, არამედ მარადიული.
სად არის ბედნიერება? არსებობს კი იგი ამქვეყნად ამდენ განსაცდელსა და მწუხარებათა შორის? ხშირად ბედნიერებას ჩვენს მიწიერ ყოფას ვუკავშირებთ, მაგრამ ამაოდ, რადგან იქ ვეძებთ მას, სადაც ის არ არის. მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ...
იხილეთ სრულად
სად არის ბედნიერება? არსებობს კი იგი ამქვეყნად ამდენ განსაცდელსა და მწუხარებათა შორის?ხშირად ბედნიერებას ჩვენს მიწიერ ყოფას ვუკავშირებთ, მაგრამ ამაოდ, რადგან იქ ვეძებთ მას, სადაც ის არ არის.მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ჩვენი ბედნიერება მარტო გარეგნულ მდგომარეობაზე: - კეთილმოწყობილ ბინაზე, ოჯახის ან პირად კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ეს იმდენად სწრაფადცვალებადი და წარმავალია, რომ მათზე იმედის დამყარება საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავ...
მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, - არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთნის შეცოდებათა გამო.
რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი? - ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველ...
იხილეთ სრულად
რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უ...
ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ? ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა." (I...
იხილეთ სრულად
ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა." (II კორ.3,17).ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.
გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?.. რაც უმძიმესი ცოდვის, - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა...
იხილეთ სრულად
გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?.. რაც უმძიმესი ცოდვის, - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია.უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს. ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ...
რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.