ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად.
წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ჩანს, რომ არასდროს ყვედრიდა მდიდარს, არამედ მადლიერებით ატარებდა სიღატაკის უღელს. ამისთვის ლაზარე აბრაამის წიაღში მიიღეს.
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ... იხილეთ სრულად
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".
თუკი ხალისით მიუყვებით ოღროჩოღრო გზას, რადგან იცით, რომ მშობლიური სახლისკენ მიჰყავხართ: მაშ, გაიარეთ ხალისით მწუხარე ცხოვრების გზა, რომელსაც ღვთის სასუფეველში შევყავართ.
მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომე... იხილეთ სრულად
ქონება წაგართვეს? - ზეციურ სიმდიდრესა და შეუდარაბელ საუნჯეს უმზირე. სამშობლოდან გაგაძევეს? - შენ ხომ ზეციური იერუსალიმი გაქვს! შვილი დაკარგე? - მეგობრად ხომ ანგელოზები გყავს, რომლებთან ერთადაც ღვთის საყდრის წინაშე მარადიულად გაიხა... იხილეთ სრულად
მომავლისადმი იმედით შეიმსუბუქე აწმყო. როგორც თვალით სნეულნი მზერას მოარიდებენ მეტისმეტად ბრწყინვალე საგნებს და ყვავილებსა და მცენარეებს შეჰყურებენ. ასევე სულმა მუდმივად არ უნდა უცქიროს სამწუხაროს და იფიქროს მასზე, არამედ მზერა მომ... იხილეთ სრულად