განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ძველი რომაული გამონათქვამია: "მივედ, ვნახე, გავიმარჯვე". ზოგს მიაჩნია, რომ ღრმა აზრით სავსე ეს სამი სიტყვა რომის იმპერატორების მიმართ იყო თქმული. ვფიქრობ, იგი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება. ყოველი ჩვენგანი ღვთის ნებით მოვიდა ამ ქვ... იხილეთ სრულად
მოთმინების მძიმე ღვაწლში რწმენა ერთადერთი ნათელი სხივია, რადგან მოთმინება ნუგეშის გარეშე გაუსაძლისი ხდება. რწმენა კი ამ ბნელეთში სხივმოსილი ვარსკვლავია. იგი ტანჯვის სიმძიმეს ამსუბუქებს.
ჩვენი რწმენა ხშირად გამოიცდება. უფრო ხშირად, ვიდრე ქარი შეარხევს ლერწამს. განსაცდელი გრიგალს ემსგავსება: სუსტ რწმენას იგი ძირფესვიანად აღმოფხვრის, ძლიერ რწმენას კი მეტად განამტკიცებს. განსაცდელი ცეცხლია, თივას რომ დაწვავს, ოქროს კ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი მონაზვნისთვის სიფრთხილე და ყურადღება ღვაწლია. მოღვაწის სული ფხიზელი უნდა იყოს, რომ განსაცდელი დროზე იგრძნოს, გამოიცნოს, საიდან და ვისგან ემუქრება იგი.
ტრაგედიას შეუძლია დათრგუნოს სული, მოკლას იმედი, დააუძლუროს რწმენა, მაგრამ შეუძლია ადამიანზე იმავე ძალით სასიკეთოდ იმოქმედოს.
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედო... იხილეთ სრულად