რატომ განვიკითხავთ სხვებს? იმის გამო, რომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას. ვინც დაკავებულია საკუთარი თავის შეცნობით, მას არ სცალია სხვების საყურებლად. განიკითხე თავი და ბოლოს მოუღებ სხვათა განკითხვას... ყველა ადამიანი შენზე უმ...
იხილეთ სრულად
რატომ განვიკითხავთ სხვებს? იმის გამო, რომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას. ვინც დაკავებულია საკუთარი თავის შეცნობით, მას არ სცალია სხვების საყურებლად. განიკითხე თავი და ბოლოს მოუღებ სხვათა განკითხვას... ყველა ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ვისაც ეს აზრი არ გააჩნია, სასწაულიც რომ მოიმოქმედოს, ღმერთთან მას საერთო არაფერი აქვს.
შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს? თუ უყურადღებობის გამო გრძნობთ თავს შეურაცხყოფილდ- ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყურადღების ღირსად მიგაჩნიათ; აქედან გამომდინარე გულში მაღალი თვითშეფასება გაქვთ და ქედმაღლობთ. კარგია კი ეს? უსაფუძვლო შე...
იხილეთ სრულად
შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს? თუ უყურადღებობის გამო გრძნობთ თავს შეურაცხყოფილდ- ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყურადღების ღირსად მიგაჩნიათ; აქედან გამომდინარე გულში მაღალი თვითშეფასება გაქვთ და ქედმაღლობთ. კარგია კი ეს? უსაფუძვლო შეურაცხყოფის მოთმენა ჩვენი ვალია, თუ - არა? რა თქმა უნდა. და როგორ შევძლოთ მისი აღსრულება? რაკიღა მცნებად მოგვეცა მოთმინება, ამიტომ აუცილებელია ყოველგვარი უსიამოვნო შემთხვევა უსიტყვოდ დავითმინოთ, დავითმინოთ ის სიხარულით და...
თავის დამდაბლება ჯერ კიდევ არაა სიმდაბლე, არამედ სურვილი და ძიებაა მისი. უფალს ვთხოვ შეგწიოთ და მიგაღწევინოთ ამას! არსებობს მოხიბვლის სული, რომელიც გაურკვეველია, როგორ ახერხებს სულს ცბიერებით შემოუაროს და ისეთნაირად გახლართოს აზრე...
იხილეთ სრულად
თავის დამდაბლება ჯერ კიდევ არაა სიმდაბლე, არამედ სურვილი და ძიებაა მისი. უფალს ვთხოვ შეგწიოთ და მიგაღწევინოთ ამას! არსებობს მოხიბვლის სული, რომელიც გაურკვეველია, როგორ ახერხებს სულს ცბიერებით შემოუაროს და ისეთნაირად გახლართოს აზრებში, რომ ის ფიქრობდეს, თითქოს დამდაბლებულია, ხოლო გულის სიღრმეში კი ფარულად თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს. აი, რატომაა გულის გაფაციცებული დაკვირვება აუცილებელი. ყველაზე მეტად სარგო ამ დროს გარეშე დამამდაბლებელი ურთიერთობ...
აუცილებელი არაა, კვლავ გაგიმეოროთ, რომ მტრების წინააღმდეგ შეუმუსრავი იარაღი სიმდაბლეა. სიმდაბლე ძნელად მოიღვაწება. შესაძლოა, თავს მდაბლად თვლიდეთ, მაგრამ არ გაგაჩნდეთ მისი ნასახიც კი. უბრალო გააზრებით თავს ვერ დაიმდაბლებთ. საუკეთე...
იხილეთ სრულად
აუცილებელი არაა, კვლავ გაგიმეოროთ, რომ მტრების წინააღმდეგ შეუმუსრავი იარაღი სიმდაბლეა. სიმდაბლე ძნელად მოიღვაწება. შესაძლოა, თავს მდაბლად თვლიდეთ, მაგრამ არ გაგაჩნდეთ მისი ნასახიც კი. უბრალო გააზრებით თავს ვერ დაიმდაბლებთ. საუკეთესო, ანუ ერთადერთი საიმედო გზა სიმდაბლისაკენ - მორჩილება და პირად ნებელობაზე უარის თქმაა. თუ ამის გარეშე სიტყვით და სხეულის მდგომარეობით თავს დამდაბლებულად წარმოაჩენთ, თქვენში შესაძლა სატანური ქედმაღლობა განვითარდეს. შეჩე...
ზოგჯერ, ჩვენი ჩვევებიდან გამომდინარე, უძლურებებს უფალი ხელუხლებლად გვიტოვებს ჩვენივე დამდაბლებისათვის. ასე რომ არ იყოს, მაშინვე ღრუბლებს თავზე მოვექცეოდით და ტახტს დავიდგამდით. ამაში მდგომარეობს სწორედ დაღუპვა.
"სიმდაბლე და სიყვარული არ გამაჩნია". სანამ ისინი არა გაქვთ, სულიერიც არაფერი გექნებათ. სულიერი ჩაისახება და იზრდება მათ ჩასახვასთან და ზრდასთან ერთად. მათი მნიშვნელობა სულისათვის ისეთივეა, როგორც ხორციელი სივიწროვე სხეულისათვის.....
იხილეთ სრულად
"სიმდაბლე და სიყვარული არ გამაჩნია". სანამ ისინი არა გაქვთ, სულიერიც არაფერი გექნებათ. სულიერი ჩაისახება და იზრდება მათ ჩასახვასთან და ზრდასთან ერთად. მათი მნიშვნელობა სულისათვის ისეთივეა, როგორც ხორციელი სივიწროვე სხეულისათვის... სიმდაბლე მოიღვაწება სიმდაბლის საქმეებით, ხოლო სიყვარული - სიყვარულის საქმეებით.
ინარჩუნებთ სითბოთი განმსჭვალულ ადრინდელ მდგომარეობას? უნდა შეინარჩუნოთ: მისი საფუძველი სიმდაბლეა. როგორც კი მოიკლებს სიმდაბლე, გეწვევათ სიცივე. რამეთუ, როდესაც სული იწყებს საკუთარი თავის რაიმედ შერაცხვას, უფალი მაშინვე ტოვებს მას ...
იხილეთ სრულად
ინარჩუნებთ სითბოთი განმსჭვალულ ადრინდელ მდგომარეობას? უნდა შეინარჩუნოთ: მისი საფუძველი სიმდაბლეა. როგორც კი მოიკლებს სიმდაბლე, გეწვევათ სიცივე. რამეთუ, როდესაც სული იწყებს საკუთარი თავის რაიმედ შერაცხვას, უფალი მაშინვე ტოვებს მას და მარტოდ დარჩენილი, ის თავისთავად ცივდება. ენა თუ ამბობს - "მე არარაობა ვარ", - ეს არაფერს ნიშნავს, თუ გული არ განიცდის საკუთარ არარაობას. ასეთ განცდას უყურადღებოდ არ ტოვებს უფალი, რომელიც არაფრისაგან ქმნის და აღაშენებს...
თქვენ ისე უნდა უყურებდეთ თქვენს დებს, თითქოს და ისინი მთაზე ან სახურავზე დადიან, თქვენ კი ქვემოთ ხართ - დაბლა. თუ სული რომელიმე დას საკუთარ თავზე დაბლა დააყენებს, მკაცრად უნდა გაიკიცხოთ საკუთარი თავი და მაშინვე გამოითხოვოთ უფლისა...
იხილეთ სრულად
თქვენ ისე უნდა უყურებდეთ თქვენს დებს, თითქოს და ისინი მთაზე ან სახურავზე დადიან, თქვენ კი ქვემოთ ხართ - დაბლა. თუ სული რომელიმე დას საკუთარ თავზე დაბლა დააყენებს, მკაცრად უნდა გაიკიცხოთ საკუთარი თავი და მაშინვე გამოითხოვოთ უფლისაგან შენდობა. ყველაზე უბოროტესი რამაა თავმაღლობა, პატივმოყვარეობა და განკითხვა. ეს ჯოჯოხეთური კვამლი და სიმყრალეა! ყველანაირად მიაჩვიეთ თავი იმას, რომ გიხაროდეთ უფრო მეტად მაშინ, როცა არაფრად გაგდებენ, გკიცხავენ ან შეურაც...