წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდე...
იხილეთ სრულად
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდება: იბინდება შინაგანი სამყარო, სულიწმიდისეული მადლი თანდათან ტოვებს ადამიანს და იგი ღრმა მჭვრეტელობისთვის (სულიერი ცხოვრებისათვის) გამოუსადეგარი ხდება.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩე...
იხილეთ სრულად
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალისხმევა ჰმართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა.
იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძნობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველისმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძნობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველისმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: "არა გაქვთ იმიტომ, რომ არ ითხოვთ" (იაკ. 4,1). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს. განა შეიძლება ნარკომა...
იხილეთ სრულად
ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს.განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომღა ვსჯით ...
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლება...
იხილეთ სრულად
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? ანდა: თავისუფლება – მაგრამ რისთვის? ანუ, რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "...
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობე...
იხილეთ სრულად
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი,...