განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
უნდა ვიყოთ გაბედულნი, მტკიცენი, გონიერნი და მიზანდასახულნი, გადაუჭრელ საკითხთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. სიბრძნე სწორედ იმაში უნდა გამოვავლინოთ, რომ გავარჩიოთ მთავარი მეორეხარისხოვანისაგან, მარადიული - მსწრაფლ წარმავალისგან.
ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.
ძალიან ხშირად მწუხარების გზით მივდივართ უფალთან, ამიტომაც ამბობს ანტონი დიდი: შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი. ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.
იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი აღებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი
ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს. გვხვდებიან ისეთნიც, მიწიერ განსაცდელს რომ ვერ უძლებენ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი თვითმკვლელობით ამთავრებე... იხილეთ სრულად
როგორია ღვთის კანონი, როგორ მიჰყავს შემოქმედს ადამიანი თავისკენ? თავდაპირველად ქვევით, შემდეგ კი ზევით, ჯვარცმიდან აღდგომისა და ამაღლებისაკენ, ბნელიდან ნათლისაკენ. ხშირად ვერ ვხსნით, რატომაა აუცილებელი ჩვენთვის მძიმე განსაცდელი, ხ... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი... იხილეთ სრულად
განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებ... იხილეთ სრულად
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება. სად არის გამოსავალი ... იხილეთ სრულად
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: "მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა".