ღმერთს რომ შევურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, ანუ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, რაც გულისხმობს პირუთვნელ, სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი “მესადმი”.
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, ...
იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, მას წილი არა აქვს ღმერთთან. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს ...
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდ...
იხილეთ სრულად
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთ სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შ...
ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლ...
იხილეთ სრულად
ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლად, რისთვისაცაა იგი მოწოდებული.
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
ყოველგვარი ცოდვის სათავე ამპარტავნებაა, ხოლო ყოველგვარი ბოროტების ძირი – ვერცხლისმოყვარეობა: პირველი განგვაშორებს ღმერთს, ხოლო მეორე მიგვდრეკს ამქვეყნიურისაკენ.
რა საშინელება, რა სასოწარკვეთილება ელის რჯულისგარდამავალს, რომელიც ჯიუტობს და ცოდვისადმი თავის მიდრეკილების დაძლევა არ სურს, როდესაც საღმრთო ხმა მას აუწყებს, რომ სულ მალე მართალი მსაჯულის წინაშე წარსდგება, რომელიც მას საქმეთა მიხე...
იხილეთ სრულად
რა საშინელება, რა სასოწარკვეთილება ელის რჯულისგარდამავალს, რომელიც ჯიუტობს და ცოდვისადმი თავის მიდრეკილების დაძლევა არ სურს, როდესაც საღმრთო ხმა მას აუწყებს, რომ სულ მალე მართალი მსაჯულის წინაშე წარსდგება, რომელიც მას საქმეთა მიხედვით მიაგებს.