განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
"აღიღე ჯვარი შენი"... ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით და მრავალტანჯული იობივ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირ... იხილეთ სრულად
როგორ მივაღწიოთ ღმერთთან შინაგან, სულიერ ერთიანობას? თითოეული ჩვენგანი გრძნობს ამის საჭიროებას, რადგანაც ადამიანს უკვე აღარ ძალუძს გაუმკლავდეს იმ ტანჯვასა და წინააღმდეგობებს, რომლებიც გამუდმებით წარმოიშვება მის გარშემო. აუცილებელი... იხილეთ სრულად
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვი... იხილეთ სრულად
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით... იხილეთ სრულად
ვისაც სიმდაბლე აქვს, მას ამასთანავე სიკეთე და საღვთო განათლება გააჩნია და მთელი თავისი სულიერი გზის მანძილზე მზაკვრის წინააღმდეგობები ვეღარ აბრკოლებენ.
ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.
ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც მართლები ატარებენ, თავისი მცირე განსაცდელების გამო გულს არასოდეს გაიტეხს, რადგან შეგნებული აქვს, რომ თუმცა მართლებზე მეტი ფეხდაცდენა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ იმათზე ნაკლებად იტანჯება.
ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს.