ზეციურ დიდებისმეტყველებაში მყოფი მოშურნე ადამიანები სიხარულით ხვდებიან ცხოვრებისეულ გამოცდებს და ამისთვის ღმერთს ადიდებენ – ისევე, როგორც მონიჭებული კეთილდღეობისათვის. ისინი მუდამ ღვთის კურთხევას იღებენ და შემდეგ, ღვთისადმი მადლიე...
იხილეთ სრულად
ზეციურ დიდებისმეტყველებაში მყოფი მოშურნე ადამიანები სიხარულით ხვდებიან ცხოვრებისეულ გამოცდებს და ამისთვის ღმერთს ადიდებენ – ისევე, როგორც მონიჭებული კეთილდღეობისათვის. ისინი მუდამ ღვთის კურთხევას იღებენ და შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების გრძნობით, შინაგანად ნეტარებენ; ისინი ამ გრძნობას ყველა შესაძლებლობით ამჟღავნებენ, როგორც ღვთის შვილები.
განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობ...
იხილეთ სრულად
განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დი...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას წინ უსწრებდა მაცხოვრის ტანჯვა და ჯვარცმა. ასეთივეა ღვთის სასუფეველში დამკვიდრების მოსურნე თითოეული ადამიანის ხვედრიც. ყველამ ჩვენ ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რათა სულის ცხონება მოვიპოვოთ.
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი...
იხილეთ სრულად
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმი...
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდუ...
იხილეთ სრულად
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდური და განსაცდელი თვით უფალსაც ჰქონდა უდაბნოში ყოფნის დროს და უწინარესად იქ განცხადდა მისი ძალა, სიბრძნე და მადლმოსილება.
ჩვენო საყვარელნო სულიერნო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულითა და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მა...
იხილეთ სრულად
ჩვენო საყვარელნო სულიერნო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულითა და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონ...
იხილეთ სრულად
ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება.
ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გა...
იხილეთ სრულად
ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გაურბის ღვთისაგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე. ამიტომაც, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ, უფრო ღრმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ცხოვრებასა და საერთო ყოფას, რათა მართებული ...
ჯვარცმის (ანუ განსაცდელის) გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება. და თუ ჩვენ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანნი, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტესთან, უნდა განვვლოთ ვნებისა და ტანჯვის გზა, რათა შემდეგ გამარჯვებულებმა უფალთან ერთად ჯოჯოხეთის შემუსვ...
იხილეთ სრულად
ჯვარცმის (ანუ განსაცდელის) გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება. და თუ ჩვენ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანნი, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტესთან, უნდა განვვლოთ ვნებისა და ტანჯვის გზა, რათა შემდეგ გამარჯვებულებმა უფალთან ერთად ჯოჯოხეთის შემუსვრა ვიზეიმოთ.