თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა იხილეთ სრულად
452. ვიღაცამ ერთ-ერთ მამას სთხოვა რომ მას ტრაპეზი ეხმია მასთან, მან კი უარი უთხრა. ხოლო სხვამ კი, მხოლოდ იმაზე დაითანხმა, რომ ლოცვა აღესრულებინათ მის სენაკში; ხოლო როდესაც ბერი მასთან მივიდა, მან აიძულა, რომ დარჩენილიყო და საჭმელი ეჭამა. ბერი დაჰყვა ძლიერ თხოვნას და დარჩა. გაიგო რა ეს იმან, ვინც პირველად სთხოვა ბერს, ფრიად დამწუხრდა. ღვთისნიერია თუ არა ეს წუხილი? იხილეთ სრულად
447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო
418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?
410. და თუ ჩემს აზრს დასამდაბლებლად ვეტყვი, რომ ის სულგრძელი მოთმინება ღვთისგან კი არ იყო, არამედ ბოროტი მხიბლავდა და ამპარტავნებაში მაგდებდა, ამით ხომ არ გავარისხებ ღმერთს, რადგან ღმერთი ყველანაირი სიკეთის წყაროა?
407. ასევე, როდესაც რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, როგორ უნდა დავიმდაბლო გონება? ან როგორ ვუსაყვედურო თავს, სიკეთის აღსრულების შემდეგ?
თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მის... იხილეთ სრულად
თვითონ დაიმდაბლე თავი, და მაშინ არ დაგჭირდება, რაიმე განსაკუთრებულმა უბედურებამ დაგამდაბლოს
თავმდაბალი იყავი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის მძიმე ხელი უბედურების საშუალებით არ დაგამდაბლებს.
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.