რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა. მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამ...
იხილეთ სრულად
რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა. მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენა ღვთისა - ქრისტესი და ეკლესიისა.
უფალს კაცთათვის უნდა მშვიდობა და სიხარული, თავისუფლება და სიცოცხლე, ხსნა და ბედნიერება. მაგრამ ვართ კი მზად ამ სიკეთეთა მისაღებად? ისევ და ისევ დგება საკითხი ორი ძალის - ღვთაებრივისა და ადამიანურის სინერგიის - გაერთიანების შესახებ...
იხილეთ სრულად
უფალს კაცთათვის უნდა მშვიდობა და სიხარული, თავისუფლება და სიცოცხლე, ხსნა და ბედნიერება. მაგრამ ვართ კი მზად ამ სიკეთეთა მისაღებად? ისევ და ისევ დგება საკითხი ორი ძალის - ღვთაებრივისა და ადამიანურის სინერგიის - გაერთიანების შესახებ. ამიტომ ლოცვით უნდა ვთხოვოთ ღმერთს: "იყავნ ნება შენი".
ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე ხვედრი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცე...
იხილეთ სრულად
ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე ხვედრი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცებს, მაგრამ აუცილებელია მეფესთან დაახლოებული პირების შუამდგომლობაც და ამ მიზნით მოითხოვა გარკვეული თანხა მათთვის დასარიგებლად. ბერს საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს თუმნიანები შესთავაზეს, მან ამაზე უარი თქვა, აიღო მხოლოდ ვერ...
კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს. ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არ...
იხილეთ სრულად
კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს.ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის არა ჯილდოს მიღების სურვილი ან სასჯელის შიში, არამედ ღვთის და სიკეთის ქმნის უანგარო სიყვარული. ამგვარი პიროვნება თანდათან თავისუფლდება შურის, სასოწარკვეთილების, შიშის, ბოროტების და სხვა ვნებებისაგან, მას უყვარს ყველა და ცდილ...
გახსოვდეთ, ლოცვისა და დაუღალავი შრომის გარეშე ღვთის სათნოს ვერაფერს გავაკეთებთ: ვერც მიწის ნაყოფს მოვიპოვებთ, ვერც ნამდვილ სრულ ცოდნას შევიძენთ, ვერც სულიერ ცხოვრებაში მივაღწევთ რამეს. ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, ლოცვისა და დაუღალავი შრომის გარეშე ღვთის სათნოს ვერაფერს გავაკეთებთ: ვერც მიწის ნაყოფს მოვიპოვებთ, ვერც ნამდვილ სრულ ცოდნას შევიძენთ, ვერც სულიერ ცხოვრებაში მივაღწევთ რამეს. ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვისებების შეძენა, რაც აუცილებელია ჩვენი უკვდავი სულისათვის.
ლოცვას აქვს უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალა. ყოველი ნამდვილი კეთილი საქმე, რომელიც ღვთის სასოებითა და ლოცვით იწყება, წარმატებით მთავრდება. თვით უფალი ბრძანებს: "ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ" (მათე 21,22).
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლო...
იხილეთ სრულად
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლოცვით მიმართავს და მოთმინებითა და სასოებით თავშეკავების ღვაწლს მიეცემა, შეშფოთებული დემონები მას უმალ განეშორებიან.
შენი გული სარწმუნოებით განწმინდე, სასოებით განამტკიცე, სიყვარულით გაათბე, ლოცვით სუნნელყავ, ცრემლით განბანე, ქრისტეს სისხლით გააჯერე, და როგორც ანთებული ლამპარი ზეცისკენ აღმართე.