თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.
სიღარიბე კეთილზნეობრივი ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი:... იხილეთ სრულად
სიმდაბლე ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია; სიმდაბლის გარეშე არავითარი წარმატება არ მიიღწევა.
სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სიმდაბლეს ეშმაკის ფერფლად ქცევა შეუძლია. სადაც სიმდაბლეა, ეშმაკი იქ ადგილს ვერ პოულობს. და თუ ეშმაკს ადგილი არა აქვს სადმე, იქ არც განსაცდელია.
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს
სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობე... იხილეთ სრულად
სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: “მაპატიე” და მოვა სიმდაბლე, უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი. გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩად... იხილეთ სრულად
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ... იხილეთ სრულად
როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს საძირკველს და სანამ კლდეს არ იპოვის, შენებას არ დაიწყებს, ასევე უნდა მოიქცეს ის კაციც, რომელსაც თვისი სულიერი სახლის შენება სურს, და სიმდაბლის საძირკველზე უნდა აღაშენოს იგი.