ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ იყო შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწ... იხილეთ სრულად
როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმედს სხეულთან ერთად. ხოლო თუკი მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომ... იხილეთ სრულად
როდესაც თავდაპირველად საკუთარ თავში ნაკლოვანებას დაუშვებ, ნუ ჩათვლი, რომ ის ვერ დაგჯაბნის; რადგან, რამდენადაც უკვე მიცემული ხარ ამ ცოდვას, მან უკვე გაიმარჯვა შენზე.
როდესაც გონება ზღვის ქვიშასავით ურიცხვ საკუთარ ცოდვებს დაინახავს, ეს იქნება სულის განათლების დასაწყისისა და გაჯანსაღების ნიშანი.
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილი არს“ (რომ. 6, 23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა სიკვდ... იხილეთ სრულად
როგორც გველი ვერ გამოიცვლის ტყავს, თუ ვიწრო ხვრელში არ გაძვრა, ასევე ჩვენც ძველ, ცოდვისადმი მიდრეკილ მანკიერებებს და ძველი ადამიანის ცოდვის სამოსს ვერ გავიძარცვავთ, თუ არ ვივლით მარხვისა და თავდადების გზით.
როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების აღიარებისა რცხვენია, რაც ძნელად დასაჯერებელია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების ს... იხილეთ სრულად
რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს. მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან. ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმე... იხილეთ სრულად
რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს?! უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ. რას იტყოდი რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს? ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის... იხილეთ სრულად