თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა; სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე ... იხილეთ სრულად
როგორ გავხდეთ მდაბალნი? ქრისტიანისთვის მოკლე პასუხი არსებობს: განჭვრიტეთ ქრისტე, ისაა განსხეულება ღვთაებრივი სიმდაბლისა, იგია, რომელშიც ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ თავისი დიდება სიმდაბლეში გვიჩვენა, ხოლო მთელი თავისი სიმდაბლე - დი... იხილეთ სრულად
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ ... იხილეთ სრულად
რაც მარილია ყოველგვარი საკვების გარეშე, იგივეა თავმდაბლობა ყოველგვარი სათნოების გარეშე.
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან ... იხილეთ სრულად
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკ... იხილეთ სრულად
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე; მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს.
მინახავს მე მდაბიო, ნამდვილად თავმდაბალი ხალხი და ისინი ყველა ბრძენზე უბრძენესნი ყოფილან.