თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს, რათა სწორედ ამით დამდაბლდეს ბუნებრივი სახით, მაშინ სიმდაბლე მისთვის არ იქნება ის მდგომარეობა, რომლითაც მასში დაიმკვიდრებს ღვთაებრივი მადლი.
თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება.
თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმ მსახურს ემსგავსება, უფალს რომ ლოყაში გაარტყა.
თავმდაბალ ადამიანს მართალი სიტყვა ახასიათებს, რამდენადაც ის არც ღმერთის მოთმინებას ცდის და არც ღვთის მცნებების ხშირი დარღვევით მარცხდება.
თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.
ვიხილე ეშმაკის ყველა მახე, ქვეყანაზე დაგებული, ამოვიოხრე და ვთქვი: ვინ გადაურჩება ამათ? და მესმა ხმა: სიმდაბლე გადაურჩება; მახეები მას არც კი შეეხებიან.
ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა. ვინც შორსაა სიმდაბლისაგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვას სძლია.
ვისაც ღვთის წინაშე თავი წმიდად მიაჩნია, ის არაწმიდაა, თუნდაც ყოველ კაცზე უწმიდესი იყოს; წინააღმდეგ ამისა, ვინც თავის თავს ყოველ კაცზე უკანასკნელად თვლის, ის შეიქმნება მართალი.