ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფალმა ჩვენი ცხოვრების დღეები შეამცირა, რათა ჩვენი ცოდვების რიცხვი უფრო არ გაზრდილიყო.
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ... იხილეთ სრულად
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.
ცოცხალი თევზი წყლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, მკვდარი კი - ქვემოთ, წყლის ფსკერისკენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი ცოდვილი სამყაროს ნაკადის წინააღმდეგ მიდის, ცრუ კი - მისი სისწრაფით შეიქცევს თავს.
ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ ხორციელ ცოდვებს, რომ მისით კვლავ არ შებღალო შენი სული, არამედ ღმერთს ევედრე და თქვი: - "უფალო, შენ ხედავ ჩემს უწმინდურსა და აურაცხელ ცოდვებს, შენ თავად გამოიძიე ისინი, მათ შესახებ საუბა... იხილეთ სრულად
რაც მეტად იზრდება ხე, მით უფრო ღრმად უშვებს მიწაში ფესვებს; ასევე, რაც მეტად იზრდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო იმტკიცებს ფესვებს ადამიანის გულში.
თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი, და არა მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ