თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ვისაც სიმდაბლე აქვს და ცოდვათა გამო ტირის, მას სიკვდილამდე ვერ დასძლევს სიზარმაცე, ამ ორის გარეშე კი თავს ნურავინ მოიტყუებს.
ვინც ღვთის წინაშე თავს იმართლებს, არაწმიდაა, ყველაზე წმიდანიც რომ იყოს; და პირიქით, ვინც თავს ყველაზე უკანასკნელად თვლის, განმართლდება.
ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და არ იფიქრებს, რომ ის ყველაზე უკანასკნელია, ის ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებს ვერცერთ თავის კეთილ საქმეთაგან.
ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.
განუშორებელია დიდება მდაბალთაგან. და, თუმცა, ისინი სიმდაბლის გამო მას გაურბიან, მაგრამ როგორც სულიწმიდა ამბობს იგავებში: „თან დაყვება დიდება მდაბალთ“.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა, შენი წოდებით, ღვთის სადიდებლად, თავს ნუ იმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: “არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა”.
თ. 15, 10
არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და ვერ განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა.
ამრიგად, ნეტარია გზა, იჩქარეთ. იყავით გულისხმიერნი და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. რადგან ის, ვისაც არა აქვს სიმდაბლე და იმას არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან, ეშმაკების მონა ხდება. და ცხოვრების დასასრული ჭირად ექცევა და კაცთა... იხილეთ სრულად
ამპარტავნების ნაყოფი ჯოჯოხეთად შთამხდელი არის, ვითარცა შთახადა ფარისეველი, უფსკრულთა შინა ჯოჯოხეთისათა. სიმდაბლის ნაყოფი სასუფეველად აღმყვანებელი არის, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: “დავმდაბლდი და მაცხოვნა მე”.