ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება.
ნეტარია, რომელიც ყრმობიდანვე ემზადება უზენაესი მსაჯულის წინაშე წარსადგომად, რომელიც ყველა ასაკში ჩადენილი ცოდვისთვის მოითხოვს პასუხს.
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობ... იხილეთ სრულად
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით... იხილეთ სრულად
ვცოდავდით, რადგან არ მივაგებდით ღმერთს ჯეროვან პატივს, ჩვენს ყველა სიკეთეს არ მივაკუთვნებდით მას. არ ვმადლობდით უფალს ჩვენდამი მისი მოწყალებისთვის.
ვინც უნებლიეთ ვარდება ცოდვაში, მან უნდა იცოდეს, რომ სხვა წინამორბედი ცოდვა დაუფლებია, რომელსაც იგი საკუთარი ნებით ემსახურება და რომელსაც შეჰყავს ის ცოდვებში, რომლებშიც ჩავარდნაც არ სურდა.
ვინაცა სცოდა, იგი ეშმაკისაგან არის, ვინაიდან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმიტომაც მოგვევლინა ძე ღმრთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. ღმერთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება იმისი თესლი; და მას არ შეუძლია ს... იხილეთ სრულად
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა გა... იხილეთ სრულად
და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვართ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დაინთქან.
თ. 9-10