ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც არსებითიც და არსებულიც მას სრულებით ა... იხილეთ სრულად
ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.
სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.
პირველ რიგში მოინანიე საკუთარი ცოდვები, მეორედ ის ცოდვები, რომლისკენაც უბიძგე მოყვასს, ცდუნებით ან ცუდი მაგალითით; მესამედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც შეგეძლო გეკეთებინა და არ გააკეთე, მეოთხედ - იმ კეთილი საქმეების გამო, ... იხილეთ სრულად
ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება. ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა... იხილეთ სრულად
ნურც ცოდვების გამო ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.