თქვენ მწერთ: "ვშრომობ, როგორც ახალდამწყები, მორჩილებთან ერთად". მე არ მესმის რაშია საქმე? საქმე შეიძლება მოსაწონი ან დაწუნებული იყოს იმ სულისკვეთების მიხედვით, რომლითაც აღესრულება. დააკვირდით ამას და ამით დაკავდით შესაბამისად.
იხილეთ სრულად

თუ ბრალდებებს წაგიყენებენ, სამკურნალო ტალახივით მიიღეთ. კარგად იქცევით, თუ არ კარგავთ ძმურ დამოკიდებულებას მათ მიმართ, რომლებიც ასეთ კურნებას იყენებენ თქვენს მიმართ
საქმე მარტივადაა: ჩადით გულში, სადაც შთაბეჭდილებამ ჩააღწია, უბიძგეთ მას პირქუში გამომეტყველებით და ამავე დროს ილოცეთ მის წინააღმდეგ ღვთისადმი და ასე დაჰყავით, სანამ გაივლის.
622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?