ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
556. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ვინმეს შესახებ გავიგებ, რომ ის ჩემზე აუგად ლაპარაკობს, როგორ მოვიქცე?
541. ძმამ მეორე ბერს იოანეს ჰკითხა: ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის ილოცე ჩემთვის და მითხარი: კარგია თუ არა, როდესაც მამებს ჩვენთვის ლოცვას მრავალჯერ ვთხოვთ, მაშინ როცა უკვე დაგვარწმუნეს, რომ ამას აკეთებენ? და ისე ხომ არ ჩანს, თითქოს ჩვენ როგორღაც ვაბრკოლებთ მათ? იხილეთ სრულად
516. ფსალმუნთა გალობისათვის ღამე ადგომა ძალიან მიჭირს, თავს თითქოს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდები და ყველაფერს დამძიმებული ვაკეთებ. უძლურებაა ეს თუ დემონებისგანაა?
507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას იხილეთ სრულად
506. ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, და მითხარი, რას ნიშნავს ეს: როცა ფსალმუნების ან ლოცვების გალობა მსურს, ვგრძნობ, რომ მეზარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა. ამიტომ, უკვე მრავალი ღამეა, ფსალმუნთა გალობას და ლოცვას მჯდომარე ვასრულებ. ვშიშობ, სიმზარმაცე ხომ არ იწვევს ამას. ამიტომ, შენი დარიგებების ღირსად ჩამთვალე და ილოცე, რომ ყველაფერი ისე შევასრულო, როგორც მეტყვი იხილეთ სრულად
504. ჩემო მამაო, ილოცე ჩემთვის და გთხოვ ამიხსენი, რატომ მემართება ასეთი უძლურება ლოცვითი კანონის აღსრულების და ხელსაქმის დროს? უძლურებიდან კი აზრი იქითკენ მიზიდავს, რომ ვჭამო და დავიძინო
503. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს სთხოვა: მე სულით და სხეულით დაუძლურებული ვარ, ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, რომ ღმერთმა გამაძლიეროს, რათა ვმადლობდე მას. ჩემთან ერთად მცხოვრები ძმისთვისაც ილოცე, რამეთუ ის წყალობას საჭიროებს
481. ძმამ დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის. შემინდე, ხშირად გაწუხებ, მაგრამ მრწამს ღვთისა, რომ ის თქვენი ლოცვებით გამაძლიერებს და მომავალში ასე ხშირად აღარ შეგაწუხებთ
439. აზრი ჩამაგონებს: შენ ყველაფერში სცოდავ და ამიტომ ყოველი სიტყვის, საქმის და ფიქრის შემდეგ უნდა თქვა: „შევცოდე“. ვინაიდან, თუ არ იტყვი: „მე შვცოდე“, ეს ნიშნავს, რომ თავი უცოდველი გგონია. მე ერთიც და მეორეც ძალიან მაწუხებს, ყოველთვის ეს რომ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვიტყვი, ასე მგონია ვცოდავ იხილეთ სრულად
438. როდესაც წასაკითხად ან ხელსაქმისთვის ვზივარ და მინდა ვილოცო, აზრი აღმოსავლეთისაკენ შებრუნებას მაიძულებს, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო?