ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
437. ვისაც სურს თავის საკუთრება კეთილგონივრულად გაანაწილოს და ღვთის ნებისაებრ სხვას გადასცეს, მაგრამ მამებისაგან დარიგების მიღების საშუალება არა აქვს და არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ ილოცოს?
435. როდესაც მრავალი საჭიროებისთვის ვლოცულობ, უნდა დავასახელო თითოეული ლოცვაში თუ არა?
428. კარგია თუ არა გულში ყოველთვის ღმერთზე ფიქრი ან ბაგეების გარეშე, გულით ლოცვა? როცა მე ამაში ვვარჯიშობ, ჩემი აზრები გაბნეულობაში იძირება, სიმძიმეს შევიგრძნობ და სხვადასხვა საგნებს და მოჩვენებებს ვხედავ და თითქოს სიზმრისეულ ოცნებებში ვიმყოფები იხილეთ სრულად
427. როდესაც ფსალმუნთგალობაში ვარჯიშის ან ადამიანებთან შეხვედრისას აზრები შემაწუხებენ და ბაგეებით ღვთის მოხმობის საშუალება არა მაქვს, მაშინ, თუ მას გულში მოვუხმობ ან მხოლოდ გავიხსენებ, საკმარისი არ იქნება ეს შეწევნის მისაღებად?
მწუხარების ჟამს სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ, არამედ ილოცე წმიდა იოანე ოქროპირთან ერთად: "მომანიჭე მე სულგრძელება უფალო!
სთხოვე უფალს, არა მხოლოდ ის, რომ ახლანდელი უბედურებებისგან გიხსნას, არამედ უფრო მეტად ითხოვე, რომ მოგცეს ძალა, გადაიტანო ისინი.