ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც განუწყვეტლივ ფიქრობს საკუთარ ცოდვებზე, მას არ აქვს ენა, რათა სხვა ადამიანის საქმეებზე ილაპარაკოს.
ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა გამოცდილებით იციან, რა ძნელია ვნებებთან ბრძოლა და დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ბოროტება არ აღასრულონ, მაინც ვარდებიან ცოდვაში, ამიტომაც ისინი შემწყნარებელნი არიან სხვის მიმართ და მკაცრნი - მხოლოდ საკუთა... იხილეთ სრულად
რაც უფრო შორსაა ადამიანი ცუდი საქმეებისგან, მით უფრო გულწრფელად წუხს იგი ცუდი საქმეების გამო.
ნაკლოვანებები რომ არ გვქონოდა, სიამოვნებას აღარ ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც მათ სხვებში ვამჩნევთ.
სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას აბრმავებენ; პირველ შემთხვევაში ადამიანი მოყვასის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, მეორის დროს კი - სათნოებებს ვერ ხედავს.
შურის გრძნობა ცოდვაა, რადგან ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს და ამაოა, რადგან შური ვერ მოგვიტანს იმას, რაც გვშურს, მხოლოდ გვაწამებს; მაგრამ იგი არცაა საჭირო, რადგან ყოვლადბრძენმა და ყოვლადკეთილმა ღმერთმა, რასაკვირველია, არ ჩაგვა... იხილეთ სრულად
მრავალი საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს - აშკარა ბოროტმოქმედებთან შედარები. მაგრამ მათ საკუთარი თავი ღვთის წმინდა ადამაინებს შეადარონ და მაშინ აუცილებლად დაინახავენ, რომ მხოლოდ საბრალო ცოდვილნი არიან.