ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ გსურს, რომ უფალმა შენი ცოდვები დაფაროს, ნუ გამოფენ ადამიანთა წინაშე სათნოებებს, თუ რაიმე გაგაჩნია; რამეთუ როგორც ვექცევით ჩვენს სათნოებებს, ასევე ექცევა უფალი ჩვენს ცოდვებს.
ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებლის წინააღმდეგ.
მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი და ცოდვები, ვინც თავს სხვებზე დაბლა აყენებს, არ სცალია იმისთვის, რომ სხვაზე მრისხანებდეს.
უშფოთველობა მან კი არ მოიხვეჭა, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ მან, ვინც განუწყვეტლივ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგ... იხილეთ სრულად
ვიდრე სულ პატარა ცოდვას მაინც ემორჩილები, მანამდე საკუთარ თავს ვნებებისაგან თავისუფლად ნუ ჩათვლი.
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს... იხილეთ სრულად
თუ სული თუნდაც ერთ ცოდვას აქცევს ჩვევად, მაშინ მტერი მოულოდნელად დაესხმის თავს, რადგან თავისი ვნების გამო მის ხელში აგდებს თავს.
მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყ... იხილეთ სრულად
ზრახვა ცოდვილი ქმედების სიტკბოებას წარმოადგენს, შენ კი იფიქრე ღვთის მცნებებზე, რომლებიც ასეთ საქციელს გიკრძალავს, - იმ სამწუხარო შედეგებზე, სადამდეც მიჰყავს ცოდვით ხანმოკლე ტკბობას, - და ზრახვაც განგეშორება.
ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას.