ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება. ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე
თუ ცოდვებს განვაგდებთ, ცოდვებსაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან - ხე, ანდა თესლიდან - ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.
თუ სატანას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ცოდვაში ჩავეგდეთ, მაშინ იესო ქრისტეს - ჩვენს შემოქმედს, მით უფრო შეეძლება, ჩვენი გამოხსნა ამ ცოდვებიდან! შენ მხოლოდ სცადე, გადაწყვიტე ცოდვათა დაჯაბნვა - ღვთის შეწევნით და დაინახავ, რა ადვილია ეს ... იხილეთ სრულად
ცოდვასთან ბრძოლისას შემწეობისათვის მიმართე მას, ვინც ბრძანა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5). - და ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ.
სული შეიძლება, ცოდვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ღვთის წინაშე იგი ბოროტებაზე ვერ გაიმარჯვებს.
ცოდვის მოსაძულებლად ხშირად იფიქრე (განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც განსაცდელი გექნება) მის დამღუპველ შედეგებზე, იმ ზიანზე, რომელიც მან შეიძლება სამუდამოდ მოგაყენოს, თუ არ შეინანებ. ცოდვას მაშინ მოიძულებ, როდესაც განსჯი, რომ ეს დემ... იხილეთ სრულად
საჭიროა, მოვიძულოთ ცოდვა; ასეთ შემთხვევაში, თუ რაიმე ცოდვა შემოპარვას დააპირებს, სწრაფად დავიხსნით თავს მისი კლანჭებისაგან