ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: "მე შენი მტერი ვარ" და ყოველი განსაცდელის წინ ყოველ მზაკვარ აზრს მიმართე: "მე შენი მტერი ვარ".
როგორი ვნებებისაგან აღარ გამოვიხსნიდით თავს, თუ ზოგჯერ ცდუნებას მტკიცედ ვეტყოდით ერთ "არა"-ს.
საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ.
ცოდვილი ჩვეულება მიწაში ჩაგდებული მარცვალია, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება და იზრდება და ბოლოს დიდ ხედ გარდაიქცევა. ასევეა ცოდვილი სურვილიც; თავდაპირველად იგი ნელა იზრდება, შემდეგ უფრო მეტად და ბოლოს მთელს ჩვენს არსებას მო... იხილეთ სრულად
რასაც მოისურვებ, იმაზევე იზრუნებ, მისკენ მიისწრაფი და ეძიებ, ხოლო რაც არ გსურს, მასზე არც იზრუნებ, არც იფიქრებ და არც ეძიებ.
იმისათვის, რომ ცოდვის სიმძიმეს არ განიცდიდე, გამუდმებით იფხიზლე საკუთარ თავთან, ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ საკუთარ სიტყვებსა და საქციელს, არამედ - აზრებს, გრძნობებსა და სურვილებსაც და საკუთარ თავს ხელში ნუ ჩაუგდებ ყოველგვარ ბორო... იხილეთ სრულად