ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
კარებს მიღმა რჩება (ღმერთამდე ვერ აღწევს და შესმენილი არ არის) ის ლოცვები, რომლებსაც (უფალთან ასულებს) სიყვარული არა აქვთ, რადგან მხოლოდ სიყვარული უხსნის კარს ლოცვას
თუ გსურს, რომ შენმა ლოცვამ ღმერთამდე მიაღწიოს, მიეცი მას ორი ფრთა: მარხვა და ლოცვა.
თავს ნუ აიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა; რამეთუ ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და აღასრულა
რწმენით აღსრულებული ლოცვის სასწაული მრავალფეროვანი და დიდია. ლოცვამ შეაჩერა წყალდიდობა, უშვილოებს შვილები უბოძა, დააცარიელა მეომართა რიგები, გაყო ზღვა, გააპო იორდანე, შეაჩერა მზისა და მთვარის მსვლელობა, გამოიყვანა გახურებულ ბრძმედ... იხილეთ სრულად
რწმენა ლოცვის აღსრულების გასაღებია. სადაც იგი არ არის, ლოცვა წარუმატებელია. ასე რომ, თუ ზოგჯერ შენი ლოცვები ამაოა, პირველ რიგში გამოიკვლიე, გაქვს კი რწმენა?
ვიღაცამ ამბა ანტონს უთხრა, ჩემთვის ილოცეო, მაგრამ ბერმა უპასუხა: "ვერც მე და ვერც ღმერთი ვერ შეგიწყალებთ, თუ თვითონ არ შეიწყალებ საკუთარ თავს და სათნო არ ეყოფი ღმერთს.