ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვთის მცნებებს რომ არ ემორჩილები, ამით მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენთვის წმინდანების მიერ აღვლენილი ლოცვაც კი არ შეისმინება
უფალი არ ისმენს მხოლოდ ისეთი ადამიანის ლოცვას, რომელიც მისი მცნებების დარღვევით თვითონ იჩენს უყურადღებობას, უპატივცემლობას ღვთის მიმართ.
შეუძლებელია, როდესაც ადამიანი ღმერთს უსმენს, ღმერთმა მისი არ ისმინოს; ამიტომ იგი შორს არ არის ადამიანისგან. მაგრამ მისი საწინააღმდეგო ჩვენი სურვილები (და, მითუმეტეს, ქმედებები) ხელს უშლიან მას ჩვენს მოსმენაში.
ნუ შეწყვეტ ლოცვას, ვიდრე არ დაინახავ, რომ ცეცხლი და ცრემლების წვიმა არ მოიპოვე. იქნებ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარც მოგეცეს ასეთი დრო ცოდვათა მიტევებისათვის
ლოცვის დროს, როდესაც სხეული მიწისკენ იხრება, შენი სული მაღლისაკენ - ღვთისკენ აღიმართება.
ლოცვის დასაწყისი იმაში მდგომარეობს, რომ განიდევნოს შემოსული ზრახვები - მათი გამოჩენისთანავე; მისი შუაგული ისაა, რომ გონება გადართულია სიტყვაბში, რომელსაც წარმოვთქვამთ ანდა ვფიქრობთ; ლოცვის სრულყოფილება კი მისი უფალთან ატაცებაა.
ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რ... იხილეთ სრულად