ის, რითაც იყო ჩვენი სული დაკავებული ლოცვამდე, აუცილებლად ჩნდება მეხსიერებაში ლოცვის ჟამსაც. ამიტომ ლოცვის დაწყებამდე საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე უნდა მოვიყვანოთ, როგორშიც გვინდა, - ვიყოთ ლოცვის დროს.
როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამ...
იხილეთ სრულად
როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამდე იყო გართული
ლოცვის დროს გაბნეულობა და სიცივე, რომელსაც ყველანი უჩივიან, თითქმის ყოველთვის იმის შედეგია, რომ ლოცვას ვიწყებთ წინასწარი მომზადების გარეშე. მიწათმოქმედი თესლს მინდორში მიწაში იმაზე ადრე არ ყრის, ვიდრე მას ამისთვის შესაბამისად არ მ...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს გაბნეულობა და სიცივე, რომელსაც ყველანი უჩივიან, თითქმის ყოველთვის იმის შედეგია, რომ ლოცვას ვიწყებთ წინასწარი მომზადების გარეშე. მიწათმოქმედი თესლს მინდორში მიწაში იმაზე ადრე არ ყრის, ვიდრე მას ამისთვის შესაბამისად არ მოამზადებს. მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე წარსადგომად, რომლისაგანაც რაიმე წყალობას ველით, წინასწარ ვფიქრობთ, რა უნდა ვთქვათ მასთან. მითუმეტეს, არ უნდა წარვსდგეთ ღვთის წინაშე ლოცვით - წინასწარი მომზადების გარეშე.
ხანგრძლივი, მაგრამ უყურადღებო ლოცვის მოქმედება სულზე ჰგავს რკინის სახურავზე წამოსულ თავსხმა წვიმას, საიდანაც მთელი წყალი ჩამოირეცხება, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს იგი და სახურავზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ამის საპირისპიროდ, ყუ...
იხილეთ სრულად
ხანგრძლივი, მაგრამ უყურადღებო ლოცვის მოქმედება სულზე ჰგავს რკინის სახურავზე წამოსულ თავსხმა წვიმას, საიდანაც მთელი წყალი ჩამოირეცხება, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს იგი და სახურავზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ამის საპირისპიროდ, ყურადღებიანი ლოცვა შეიძლება შევადაროთ მადლმოსილ წვიმას, რომელიც რწყავს დათესილ მინდორს, კვებავს მცენარეებს და მდიდრულ მოსავალს ამზადებს.
ჩვენი ლოცვა უმეტეს შემთხვევაში არ შეისმინება, ანდა, როგორც იტყვიან, ღმერთამდე არ აღწევს, რადგან ის თვით ჩვენამდეც არ აღწევს - ჩვენი სულიდან და გულიდან არ ამოდის.