ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ... იხილეთ სრულად
წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონაც ხშირად ვლოცულობთ
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურობაში კი - სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს - დასაყრდენი, გ... იხილეთ სრულად
ლოცვის გარეშე ჩვენს სულიერ ცხოვრებას შია კიდევაც, სწყურია კიდევაც და კვდება კიდევაც.
თუ ლოცვაში ვერ განვიცდით ღმერთთან ერთობის სიტკბოებას და შინაგანად არ განვმტკიცდით, ხომ არ ქმნის ეს ჩვენს სულში იმავე მდგომარეობას, როგორიც ექმნება სხეულს, როდესაც კვების პროდუქტები არ მოგვწონს და უგემურად გვეჩვენება?
ლოცვა იგივეა სულისათვის, რაც საკვები სხეულისათვის; ამიტომ ლოცვითი განწყობის ნაკლებობა ისევე აუძლურებს სულს, როგორც სხეულის მადის ნაკლებობა - უძლურება და ავადმყოფობა.
ლოცვის აუცილებლობა, სარგებლიანობა და სიტკბო სრულად იციან ზეციურმა სულებმა, ხედავენ და გრძნობენ და ამიტომ დღედაღამ (ამოკ. 4, 8), განუწყვეტლივ ადიდებენ უფალს და ლოცვით უერთდებიან მას. "ზეცის ბინადართა ლოცვით დაღლა, - წერს ერთი წმიდა... იხილეთ სრულად
ლოცვა სულიერი ადამიანის სუნთქვაა. როგორც ხორციელი სუნთქვით ადამიანი მიიზიდავს გარშემომყოფ ჰაერს და მისგან სიცოცხლესა და ძალას შეისუნთქავს, ასევე ლოცვით სული ღებულობს ყველგანმყოფ ღვთის სულს და მისგან სიცოცხლესა და სულიერ ძალას შეიწ... იხილეთ სრულად