ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
"ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი - ამ ცისქვეშეთში" (ეკლ. 3, 1); როგორ არ უნდა გქონდეს დრო ლოცვისა, რომელიც უპირველესია ამ ცისქვეშეთში?
ადრე ადამიანები ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გამოსახავდნენ ხოლმე, ხოლო მნიშვნელოვანი საქმეების წინ დიდხანს ლოცულობდნენ. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი არამცთუ არ ლოცულობს მნიშვნელოვანი საქმეების წინ, არამედ არც ფ... იხილეთ სრულად
შვილების ქრისტიანული აღზრდისათვის უფრო საჭიროა მაგალითები, ვიდრე სიტყვები, ყველაზე მეტად კი ლოცვა.
უფლის გახსენების ჟამს გაამრავლე თხოვნა, რომ როცა დაივიწყებ უფალს, მან არ დაგივიწყოს.
ვიდრე მწუხარება შეგემთხვეოდეს, ილოცე უფლის მიმართ და განსაცდელის ჟამს ჰპოვებ მას და იგი მოგისმენს.
მზე თავისი სინათლით არ აღწევს ყვავილში, თუ მისი ბუტკო დახშულია; ასევე მადლიც ვერ განანათლებს სულს, თუკი იგი არ გაიხსნა ლოცვაში.