შიშობთ სულიერ ტკბობაში არ ჩავარდეთ? როგორ შემოაღწევს ის თქვენში?! ლოცვა ხომ ტკბობისათვის არ აღესრულება. ჩვენ ხომ თავს ვალდებულად ვთვლით ღმერთს ასე ვემსახუროთ. სიტკბოება კი აუცილებლად მოჰყვება ჭეშმარიტ მსახურებას. ამავე დროს ლოცვა...
იხილეთ სრულად
შიშობთ სულიერ ტკბობაში არ ჩავარდეთ? როგორ შემოაღწევს ის თქვენში?! ლოცვა ხომ ტკბობისათვის არ აღესრულება. ჩვენ ხომ თავს ვალდებულად ვთვლით ღმერთს ასე ვემსახუროთ. სიტკბოება კი აუცილებლად მოჰყვება ჭეშმარიტ მსახურებას. ამავე დროს ლოცვაში მთავარია გონებით გულში ღვთის წინაშე ვიდგეთ კრძალვით და შიშით, რომელიც გვაფხიზლებ, ყოველგვარ ახირებულობას განდევნის და გულის სიღრმეში ღვთის მიმართ მტკივნეულ განცდას გვინერგავს. ესაა ღვთის შიში და ტკივილის განცდა, ანუ ...
კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველთვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდ...
იხილეთ სრულად
კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველთვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდა ერთგვარი ტკივილი... მუდმივი შრომა სწრაფად შეგაძლებინებთ ამას. ამაში არაფერია განსაკუთრებული. ეს (რომ ტკივილის განცდა წარმოჩნდეს) ბუნებრივი საქმეა; მისი მეშვეობით კონცენტრირება ბევრად უფრო კარგადაა შესაძლებელი. როდესაც ...
ლოცვის ზებუნებრივი ნაყოფია მოკრებილი ყურადღება და სითბო. მისი მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ლოცვის აღსრულებაც ხელეწიფება ყველას, როგორც მონაზონს, ასევე ერისკაცსაც.
ეს არ არის რაიმე ამაღლებული საქმიანობა, არამედ უბრალოა და იესოს...
იხილეთ სრულად
ლოცვის ზებუნებრივი ნაყოფია მოკრებილი ყურადღება და სითბო. მისი მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ლოცვის აღსრულებაც ხელეწიფება ყველას, როგორც მონაზონს, ასევე ერისკაცსაც.
ეს არ არის რაიმე ამაღლებული საქმიანობა, არამედ უბრალოა და იესოს ლოცვაც, თავისთავად რაიმე სასწაულის ჩამდენი არაა, არამედ, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია და აქედან გამომდინარე, გარეგანი. მაგრამ მას ძალუძს გონიერ და გულისმიერ ლოცვაში გადაიზარდოს... ყველაფერი ეს ბუნებრივად წარიმართება. ხ...
ხოლო როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი...
იხილეთ სრულად
ხოლო როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად; და მამა შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმე...
ჭეშმარიტი ლოცვის დროს ადამიანის სხვა ორგანოები და გრძნობები დადუმებულნი არიან. იგი დგას ღმრთის ტახტის წინაშე და ერთი მხრივ თავის განუზომელ სიგლახაკეს გრძნობს, ხოლო მეორე მხრივ, ღმრთის განუზომელ მოწყალებას.
ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.
როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.
როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხედავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშამრიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შ...
ჭეშმარიტი ლოცვა კაცის სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა კაცის სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მოქმედება შეადგენს, მისი სულიერი ცხოვრება ლოცვითა და საქმით შედგება. ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა, არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ყოველი კეთილი საქმე, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რამდენადაც ნაყოფია ლოცვისა.
ჭეშმარიტი ლოცვა არის კაცის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არა მხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდებ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის კაცის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არა მხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ვითარცა მშიერი და მწყურვალე პურისა და სასმელისაკენ, ისე ისწრაფვის ღმრთისაკენ.
წმინდა ლოცვისკენ მიმავალი გზა ვნებებთან ბრძოლით იწყება. ვიდრე ვნებები ბობოქრობენ, ლოცვაში წარმატებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ისინიც კი ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ ლოცვის მადლის მოსვლას, რომ არ ყოფილიყო უზრუნველობა და ცუდმედიდობა.