უფალმა გვიქადაგა იმისათვის კი არ ვილოცოთ, რომ შევიტყოთ, თუ რა გვინდა. ჯერ კიდევ ჩვენს ჩასახვამდე მისთვის ნათელია რა გვჭირდება სიცოცხლის ყოველ წამს. არამედ მოგვიწოდა, რომ ჩვენი სულები იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ, ფართოვდებოდნენ და მწ...
იხილეთ სრულად
უფალმა გვიქადაგა იმისათვის კი არ ვილოცოთ, რომ შევიტყოთ, თუ რა გვინდა. ჯერ კიდევ ჩვენს ჩასახვამდე მისთვის ნათელია რა გვჭირდება სიცოცხლის ყოველ წამს. არამედ მოგვიწოდა, რომ ჩვენი სულები იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ, ფართოვდებოდნენ და მწიფდებოდნენ ლოცვის სხივებში. თუ იგი მაშინვე არ ეხმაურება ჩვენს ლოცვებს, ესე იგი სურს, რომ ყოველივე არა ჩვენი, არამედ მისი ნებით იყოს, რაღაც უფრო მეტსა და უკეთესს გვიმზადებს, ვიდრე ლოცვაში შევთხოვთ. სწორედ ამიტომ ყოველი ვე...
სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც ერთიანად აქცევს. გონება ჩაძირული გულში, განუდგება ხოლმე სამყაროს და სული, მთელი ძალით ღმერთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში – სინათლეზე...
იხილეთ სრულად
სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც ერთიანად აქცევს. გონება ჩაძირული გულში, განუდგება ხოლმე სამყაროს და სული, მთელი ძალით ღმერთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში – სინათლეზე, რომელიც გამოდის ღმერთისაგან, ხედავს თავის თავს სრულიად განსაკუთრებული სახით. ხედავს იგი ამასთანავე არა გარეგნულ მოვლენებს და ცხოვრების პირობებს, არამედ საკუთარ თავს, გაშიშვლებულს თავის ბუნებაში და გახსნილს საკუთარ სიღრ...
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბ...
იხილეთ სრულად
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბეჭდებიან გულის გაქვავებითა და უსიცოცხლობით, ურწმუნოებით. სულში დემონები დაბრუნდებიან, ერთ დროს ლოცვით განდევნილები, დაბრუნდებიან ძველი გაძევების გამო გამძვინვარებულნი, დაბრუნდებიან დიდი გაშმაგებით და დიდი რაოდენობით...
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განს...
იხილეთ სრულად
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განსაცდელის ჟამს კი – მეგობარი (იაკ. 5, 16; რომ. 15, 30).
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. თუკი ბიბლია საკუთარ თავში საღვთო გამოცხადებას შეიცავს, ამავე დროს ის არის ამ გამოცხადებაზე ადამიანის პასუხის შთამაგონებელი და ამიტო...
იხილეთ სრულად
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. თუკი ბიბლია საკუთარ თავში საღვთო გამოცხადებას შეიცავს, ამავე დროს ის არის ამ გამოცხადებაზე ადამიანის პასუხის შთამაგონებელი და ამიტომ ადამიანური ლოცვის, დიდებისმეტყველებისა და თაყვანისცემის გამოხატვის და მისი არსის შთამაგონებლადაც გვევლინება. მაგალითისთვის ფსალმუნები ავიღოთ; მათი დაწერით ადამიანს სინანულის გამოხატვა სურს, როდესაც სურს, მთელი თავისი შ...
სადაც არის სიმდაბლე, ღმრთის ხსენება სიფხიზლითა და ყურადღებით და ხშირი ლოცვა სულიერი მტრების წინააღდეგ მიმართული, იქ ღმრთის სამყოფელია ანუ გულის ზეცაა, რომელშიაც ეშმაკის ლაშქარს ეშინია დგომა იმიტომ, რომ ამ ადგილას ღმერთი მკვიდრობს.
როცა შენი გონება ღმერთშია, თუნდაც იწვე, შეგიძლია ილოცო. მაგრამ, თუ შენი გონება სხვაგანაა, თუნდაც მუხლმოყრით ილოცო, ლმობიერება არ მოვა შენთან და ლოცვაც ცივი იქნება, მაშინ შემსუბუქებას ვერ იგრძნობ და თავი აგტკივდება, ვინაიდან ლოცვამ...
იხილეთ სრულად
როცა შენი გონება ღმერთშია, თუნდაც იწვე, შეგიძლია ილოცო. მაგრამ, თუ შენი გონება სხვაგანაა, თუნდაც მუხლმოყრით ილოცო, ლმობიერება არ მოვა შენთან და ლოცვაც ცივი იქნება, მაშინ შემსუბუქებას ვერ იგრძნობ და თავი აგტკივდება, ვინაიდან ლოცვამ სიხარული არ მოგიტანა.