ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როცა ღვთის ნების გაგება გსურთ, აბსოლუტურად განერიდეთ საკუთარ თავს, ყველა გულისთქმას და აზრებს, და ლოცვაში დიდი მორჩილებით ითხოვეთ ჩაწვდეთ ღვთის ნებას. და რასაც გული გიკარნახებთ, შეასრულეთ და ეს იქნება ღვთის ნების განხორციელება. ვი... იხილეთ სრულად
როცა სალოცავად მიდიხარ, გაიხსენე შენი ვნებები, სისუსტეები, რა ადვილად გაურბიხარ ღმერთს და ეცემი. გაიხსენე, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გიხსნას დაცემისაგან.
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები გადამივლიან. გონივრული ლოცვა ეუფლება ადამიანს, ატყვევებს და აცისკროვნებს მას. როცა სულში ლოცვის ცეცხლი ანთია, მაშინ მთელი ბურბუშელა ი... იხილეთ სრულად
როცა ვამბობთ: „მაკურთხეთ მამაო“, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისგან ლოცვა–კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისათვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთ... იხილეთ სრულად
როცა გვთხოვენ ვილოცთ სხვათა ცხონებისთვის, უარი არ უნდა ვთქვათ, თუნდაც არ გვქონდეს მოპოვებული ლოცვის ნიჭი. რამეთუ ხშირად მას, ვინც გვთხოვს, თავისივე რწმენა გადაარჩენს, თუკი ცდილობს გამოსწორებას.
როდესაც ვინმე გეტყვის – „ილოცე ჩემთვისო“, თქვი გულში: „ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ“ და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივად მოხსენიება არ არის შენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებაზე მიღწერულთა, რომელთაც ძალუძს ერთმანეთისთვის ლოცვა.
როდესაც ბაგით ლოცულობ, ილოცე გონებითაც, ანუ გონება დაუმორჩილე ლოცვის სიტყვების ძალას. თუ უძლურებით ან მტრის მანქანებით ლოცვის დროს გაგიტაცებს სხვა საგანზე ფიქრი, მაშინ შენი გაუფრთხილებლობის შეცნობისთანავე მხურვალედ ჩაუღრმავდი ლოცვ... იხილეთ სრულად
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, ... იხილეთ სრულად
როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან – ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.
როგორც აგიზგიზებული ცეცხლის ალს ვერავინ შეაჩერებს რომ ზეცად არ ავიდეს, ასევე მოწყალე კაცის ზეცად მიმავალ ლოცვას ვერავინ შეაჩერებს.