ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ლოცვა ღვთისაკენ მიმავალი გზაა. ცოდვისაგან გაჯანსაღებული სული ღმერთთან შეერთებისაკენ ისწრაფვის. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, მძიმე ტვირთად გვექცა სახლში ლოცვა, ყველაფრისთვის გვყოფნის დრო ლოცვის ... იხილეთ სრულად
ლოცვა ღამით, როცა სიჩუმეა და ადამიანი დაწყნარებულია, ისეთივე ნაყოფიერია და სასარგებლო, როგორც ღამის ჟუჟუნა წვიმაა სასარგებლო მცენარეთა ზრდისათვის.
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის ... იხილეთ სრულად
ლოცვა უმთავრესი და უდიდესი ძალაა, რომელიც მლოცველს ააღორძინებს და მას სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს ანიჭებს.
ლოცვას შინაური და გარეშე მტრები ჰყავს. პირველი მტერი – ეს თავისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია. ის სამი სახით ვლინდება: როგორც პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავხორცობა, ანუ სიამოვნებისაკენ სწრაფვა.
ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავის ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს... იხილეთ სრულად
ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.
ლოცვა სინანულის გრძნობის გარეშე – ეს არა მოწიწებული საუბარი, არამედ თავხედური გამოწვევაა ღმერთისა. უფალი წმიდაა, ჩვენ კი ცოდვილნი, ამიტომ მივუახლოვდეთ ალს და არ დავიწვათ, ეს მხოლოდ სინანულის მეშვეობით შეგვიძლია.
ლოცვასაც სათნოება ეწოდება, თუმცა ის არის სათნოებათა დედა, რამეთუ ქრისტესთან შეერთებით შობს მათ.