1615. როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეთორმეტე წევრი?
1615. როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეთორმეტე წევრი?
1.ღმრთის სიყვარულისაგან სამარადისო განშორებაში (მთ.25,41);
2.მუდმივ ტანჯვასა და სინდისის ქენჯვნაში, რომელიც დაღრღნის განდევნილთ, ვითარცა მატლი დაუძინებელი და დაწვავს ვითარცა ცეცხლი ჩაუქრობელი (მკ.8,43-44);
3.მარადიულ განრისხებაში ღმერთსა და საკუთარ თავზე, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: განდევნილთ ელის ,,ტირილი და ღრეჭნაი კბილთა” (მთ.13,42).
განმარტება:
I.უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ საუბრობდა, ბრძანა: ,,მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა” (მთ.13,43).
II.პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ჟამს ვხედავთ და შევიცნობთ საღმრთო საქმეებს და უფალს ,,ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირისპირ” (I.კორ.13,12).
III.იგივე მოციქული ამბობს, რომ მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღმერთი იქნება ,,ყოვლად ყოველსა შინა”, ე.ი. მათში ვინც ნეტარებაში იქნება (Iკორ.15,28).
IV.მარადიული ნეტარების შესახებ პავლე მოციქულმა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით თქვა, რომ ესაა, ,,რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა. და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმა მოყუარეთა თვისთა” (Iკორ.2,9).
V.როდესაც საუბრობს მარადიულ ცხოვრებაში მართალთა ნეტარებისა და დიდების ხარისხზე, პავლე მოციქულს შედარებისთვის მოჰყავს მნათობები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დიდებით და აქვე დასძენს, რომ ასევე იქნება მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის ჟამსაც (Iკორ.15,41)-42 .
VI.არ არის მართებული იმათი შეხედულება, ვინც იზრახავს, რომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ სხვა ადამიანის სხეულში შედის, და ეს იქმადე გრძელდება, ვიდრე სული სრულიად განიწმინდება და მიაღწევს სრულყოფილებას, რათა დაიმკვიდროს ცხონება. ვინც ამ შეხედულებას იზიარებს, ამბობენ, რომ თითქოს ღმრთის სიყვარულს არ ძალუძს დაუშვას ვინმეს განგდება საუკუნოდ. ღმრთის სიყვარული მართლად უსაზღვროა, მაგრამ იგი ყველას აძლევს საშუალებას თავისუფლად განსაზღვროს თავისი საქციელი. ვინც უარყოფს ჭეშმარიტებას და განძვინდება ბოროტებაში, თვიტნ წარიწყმედს თავს. ღმრთის სიყვარული არა ჰგავს წყლით გაჟღენთილ ღრუბელს, ის დავანებულია მტკიცე განჩინებაზე, რომელთა მიხედვითაც განირჩევა სიკეთე ბოროტებისგან. შაბოლოო განაჩენი გამოაქვს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც თუმცა აღსავსეა სიყვარულით, - ბრძანებს: ,,და წირვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხოვრებასა საუკუნესა” (მთ.25,46).
|
|