სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
მათთვის, ვინც ღირსეულად მოემზადება, შიშით, ღრმა და ჭეშმარიტი სინანულით მიიღებს იესოს ხორცსა და სისხლს, ეს სიწმიდე იქნება განმწმენდელი ცეცხლი, გარდამქმნელი და აღმადგინებელი სულისა.
გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, - ჯვარზე, - მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე და... იხილეთ სრულად
სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა.
უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა.
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.
სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას.
როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება, ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: „არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის“ (მთ.9,13), „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმ... იხილეთ სრულად