1741. რატომ ინათლებიან ადამიანები?
1741. რატომ ინათლებიან ადამიანები?
1. რათა შეუერთდნენ ქრისტეს და მისი სხეულის ნაწილნი გახდნენ,
2. რათა განიწმინდონ ყველა ცოდვისაგან და მიიღონ ღმრთის მადლი,
3. იმისთვის, რომ ადამიანებმა შეიძინონ ახალი, წმიდა ცხოვრების უნარი.
1. სწამდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვითარცა ღმერთი
2. სინანული,
3. განდგომა სატანისაგან და ყოველთა საქმეთა მისთვის და ყოვლისა ამპარტავნებისა მისისა.
1. მღვდელი ეკითხება მოსანათლს, შეუვრდება თუ არა ქრისტეს და სწამს თუ არა იგი, რაზედაც მოსანათლი პასუხობს: "შეუვრდები ქრისტესა და მწამს იგი, ვითარცა მეუფე და ღმერთი".
2. შემდგომ იკითხება სიმბოლო სარწმუნოებისა.
1. რათა გამოჰყონ ისინი ურწმუნოთაგან და შეაერთონ ჩვენს უფალ-იესო ქრისტესთან.
2. რათა ისინი პირველქმნილი ცოდვის გარეშე აღიზარდონ, ღმრთის მადლით,
3. რათა გამოვლინდეს ქრისტეს სიტყვების მორჩილება: "აცადეთ ყმებსა მაგას მოსვლად ჩემდა" (მთ. 19,14).
1. წმ. ნათლისღების ჟამს დაუდგნენ თავდებად ნათლულის სარწმუნოებას.
2. ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას ჩვილი ყმის ნაცვლად უპასუხონ მღვდლის კითხვებს.
3. მუდმივად უნდა ზრუნავდნენ, რათა ნათლული იყოს და დარჩეს კეთილმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანად.
განმარტება:
I. ზოგ მხარეში ნათლისღება აღესრულება იმგვარად, რომ მოსანათლ ადამიანს სიტყვების წარმოთქმისას: ,,ნათელს იღებს მონა ღმრთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა ამინ", სამჯერ თავზე ჯვრისებრივ ესხმის წყალი, რომელიც მთელ სხეულზე ჩამოედინება; სხვაგან მხოლოდ თავზე ასხამენ წყალს სამჯერ ჯვრისებურად. ხელახლა აღმოშობას წყლითა და სული წმიდით, ისევე, როგორც სრულად განწმენდას ცოდვებისაგან, უმეტესად შეეფერება სამგზის შთაფლა წყალში. ადრეულ ხანებში ნათლისღების საიდუმლოება ამგვარად სრულდებოდა თითოეულ ადამიანზე, გარდა მძიმე ავადმყოფებისა, რომელთაც არ შეეძლოთ წამოდგომა სარეცელიდან. შიში, რომ ამან შეიძლება ავნოს ნათელღებულის ჯანმრთელობას - უსაფუძვლოა და მცირედმორწმუნეობიდან გამომდინარეობს.
II. ეკლესიის წევრად გახდომის შემდეგ, ქრისტეს სხეულის ნაწილები ვხდებით, რამეთუ ეკლესია ქრისტეს სხეულია. ეს სულიერი რეალობა პავლე მოციქულის სიტყვებით არის ის, რომ ქრისტეს შევიმოსავთ, ე.ი. მას ვუერთდებით და ვემსგავსებით, "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3,27).
III.სარწმუნოების სიმბოლოში ნათლად არის ნათქვამი: "აღვირებ ერთსა ნათლის ღებასა...", რათა ხაზგასმული ყოფილიყო, რომ ადამიანის მონათვლა მხოლოდ ერთხელ არის, შესაძლებელი.
IV. მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ შესანიშნავი ჩვეულება, მუდმივად ატარონ მკერდზე ნათლობის ჯვარი.
V. სიკვდილის საფრთხით გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევის გამო აღსრულებული ნათლისღების შესახებ, მიღებული წესის მიხედვით, აუცილებლად უნდა ეცნობოს მღვდელს და რაც შეიძლება დროულად.
რამდენადაც ნათლისღების საიდუმლო ნათელღებულის სულიერი აღმოშობაა, მიმქმელნი თავიანთ თავზე აღებული ვალდებულებების გამო, ნათელღებულის მშობლებად ითვლებიან სულიერი თვალსაზრისით. ამ ორმხრივ სულიერ კავშირს სულიერი ნათესაობა ეწოდება.
VII. ზოგიერთი ადამიანი არ სცნობს მცირეწლოვან ყრმათა ნათლის ღების სინამდვილეს და თავიანთი შეხედულების დასაცავად მოჰყავთ მოსაზრება, თითქოს ყრმებს არა აქვთ სინანული და ქრისტეს რწმენა, ამიტომ არ შეიძლება მოინათლონ. ყრმას არავითარი პირადი ცოდვა არა ჩაუდენია და ამიტომ არც სჭირდება სინანული. ყრმებს მხოლოდ თანდაყოლილი პირველმშობელთა ცოდვა აქვთ, რაშიც ისინი უდანაშაულონი არიან და რომელიც ნათლისღების საიდუმლოთი სცილდებათ. სინანული მართებს მას, ვინც აზროვნებს სრულყოფილად და პირადად სცოდა. რაც შეეხება სარწმუნოების აუცილებლობას, ამას მიმქმელნი და მშობლები იღებენ საკუთარ თავზე. იგულისხმება, რომ თავად ისინი არიან მორწმუნენი და უნდა იზრუნონ მასზედ, რომ ნათელღებული ყრმა ამ სარწმუნოებით განისწავლოს და აღიზარდოს. მათი რწმენის მიხედვით მიეტევება ახლად ნათელღებულ ყრმას პირველქმნილი ცოდვა. მიეცემა ღმრთის მადლი, მსგავსად იმისა, როგორც მიუტევა უფალმა განრღვეულს ცოდვები მათი რწმენისაებრ, ვინც იგი მიიყვანა იესოსთან (მკ. 2,5), განკურნა მსახური ასისთავის რწმენისაებრ (მთ. 8,13) და ქანანელი დედაკაცის ასული დედის რწმენის შესაბამისად (მთ. 15,28)
|
|