წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თუ დღეს ან ხვალ ჩემი უკანასკნელი დღეა, რა უნდა ვქნა?
თუ დღეს ან ხვალ ჩემი უკანასკნელი დღეა, რა უნდა ვქნა?
მუდამ გვახსოვდეს სიკვდილი. წმინდა მამები ამბობენ, რომ უდებებამ ვერ დაისადგურა მათ სენაკებში, რადგან დღე და ღამე სიკვდილის ხსენება ჰქონდათ. უდებებისგან ისინი შორს იყვნენ. მამები ფიქრობდნენ: „თუკი დღეს ან ხვალ ჩემი უკანასკნელი დღეა, რა უნდა ვქნა?“ ამგვარად, სიკვდილის ხსენება გონებას ღვთის შიშში ამყოფებდა, ღვთის შიში კი ნათელს ჰფენდა მათ სინდისს და თავის იძულების გზას უჩვენებდა.