ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
თემა:
ეშმაკი, დემონი
გვყავს მზაკვარი, ყოველი ცდომილების შემოქმედი!
გვყავს მზაკვარი, ყოველი ცდომილების შემოქმედი!
გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც მზაკვარია, ძლიერია, ბოროტების გამომგონებელი და ყოველი ცდომილების შემოქმედია, რომელიც ჩვენს ქუსლსაა ჩასაფრებული, რომელიც იყო ნათელი და ბნელი გახდა და ყველაფერი იცის, რომელიც ღმერთის მტერია და უნდა, რომ ყველანი ასევე მტრებად გვაქციოს. დაბოლოს, სულია, ბოროტი სული და ამიტომაც ადვილად შეერთვის ჩვენს სულს, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა. და ამ [ღმერთის] აპარატს იღებს და ისე მომართავს, როგორც თავად სურს. თვალყურს ადევნებს: საით მიიდრიკება სულის წადილი და როგორ ეხმარება მას ღმერთი და წამსვე საპირისპირო გეგმებს აწყობს