ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

იბრძოლე, რომ ეს წმინდა სათნოება მოიპოვო!

იბრძოლე, რომ ეს წმინდა სათნოება მოიპოვო!

შვილო, იბრძოლე, რომ ეს წმინდა სათნოება, თავის განკითხვა მოიპოვო. მუდმივად დაიდანაშაულე თავი. იმეორე: „ჩემო იესო, ამაშიც მე ვარ დამნაშავე; არც ეშმაკია დამნაშავე, არც ადამიანი, ეს მხოლოდ ჩემი ბოროტების ბრალია, რადგან უყურადღებოდ დავდივარ ცხოვრების გზაზე. მოჰფინე ნათელი ჩემი ცხოვრების ბილიკს, სიმდაბლის ცვრით დამინამე გული, რომ შეგიგრძნო მშვიდი და მდაბალი იესო. ანგელოზთა სიხარულო, ჩემს ცრემლებს ნუ უგულებელყოფ, არამედ კეთილსურნელებად მიითვალე და რასაც გულით ვითხოვ, მომმადლე, რომ ტკივილი დამიამდეს და დიდების ჰიმნები ყმაწვილური თავდავიწყებით გიგალობო“.

თემატური კითხვები

იბრძოლე, რომ ეს წმინდა სათნოება მოიპოვო!

2