სულიწმიდა განშორებულია მათგან, ეკლესიის გარეშე რომ დგანან
სულიწმიდა განშორებულია მათგან, ეკლესიის გარეშე რომ დგანან
მარტო რწმენა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკლესიურობა. მრავლად არიან მორწმუნენი, რომელნიც თავს ქრისტიანად მიიჩნევენ, ტაძარში კი არ დადიან და დიდადაც ცდებიან. მორწმუნე აუცილებლად უნდა მისდევდეს ეკლესიური ცხოვრების წესს, იცავდეს და ასრულებდეს მარხვის, ლოცვის, ნათლობის, აღსარების, ზიარების, სახლის კურთხევის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია განწმენდა. ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის: „სულიწმიდის მადლით შემოსილი პიროვნება ნაწილი ხდება ეკლესიისა, რომელიც ყველასათვის გასაგები ენით მეტყველებს; სულიწმიდა განშორებულია მათგან, ეკლესიის გარეშე რომ დგანან... თუ სხეულს მოვკვეთთ რომელიმე ნაწილს, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითისას, ხელისას ან ყურისას, მაგრამ სიცოცხლე არ იქნება მასში; ამის მსგავსია მდგომარეობა მათი, ვინც არაეკლესიურია“ (ქადაგებანი 268,2).